2017 წლის 24 ნოემბერს ოდიშის №1 საჯარო სკოლაში ჩატარდა მათემატიკის წრის ,,აქსიომას“ მეცხრე შეხვედრა. მათემატიკური კროსვორდების შევსება და ახალი კროსვორდების შექმნა აღმოჩნდა მოსწავლეებში მათემატიკის თეორიული საკითხების გახსენების კარგი საშუალება. მოეწყო შექმნილი კროსვორდების გამოფენა და მათ შორის
საუკეთესოს შერჩევა.
пятница, 24 ноября 2017 г.
среда, 22 ноября 2017 г.
2017 წლის 17 ნოემბერს ოდიშის №1 საჯარო სკოლაში ჩატარდა მათემატიკის წრის ,,აქსიომას“ მერვე შეხვედრა.
მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაციები გამოჩენილ ქართველ მათემატიკოსებზე.
მათთვის ცნობილი გახდა, რომ ქართულ მათემატიკურ სკოლას საფუძველი ჩაუყარა ოთხმა დიდმა მეცნიერმა ანდრია რაზმაძემ, გიორგი ნიკოლაძემ, ნიკო მუსხელიშვილმა და არჩილ ხარაძემ. ამ მათემატიკური კორიფეების მეშვეობით შემდგომში ჩამოყალიბდა საქართველოს ძლიერი მათემატიკური მეცნიერება, რომლის შემდგომ განვითარებას ხელი შეუწყო ილია
ვეკუამ, არჩილ კუპრაძემ და ბევრმა სხვა მათემატიკოსმა. მოძიებული ინფორმაციების საუძველზე
მოსწავლეებმა შექმნეს კედლის გაზეთი __,,ქართველი მათემატიკოსები“.
пятница, 10 ноября 2017 г.
2017 წლის 3 და 7 ნოემბერს ოდიშის №1 საჯარო სკოლაში ჩატარდა
მათემატიკის წრის ,,აქსიომას“ მეექვსე - მეშვიდე შეხვედრა. შესასვლელი ბილეთების დახმარებით მოსწავლეებმა გაიხსენეს სხვადასხვა სივრცული
ფიგურები, გამოითვალეს წესიერი მრავალწახნაგების წახნაგების, წვეროების და წიბოების
რაოდენობა ეილერის თეორემის გამოყენებით. შეხვედრებზე გამოყენებულმა პრეზენტაციებმა ,,გეომეტრიული
ფიგურებზე“, ,,პირამიდებზე“, ,,ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლებზე“ მოსწავლეებს
დაანახვა საკითხის აქტუალურობა და ცდილობდნენ ამოეცნოთ სხვადასხვა სივრცული
ფიგურები რეალური ცხოვრებიდან.
მოსწავლეებმა უფრო მეტად გაიგეს, თუ როგორ შეიძლება
დამზადდეს სხვადასხვა სივრცითი გეომეტრიული ფიგურების შლილებისაგან ეს
ფიგურები, ასევე შექმნეს სივრცული ფიგურების კარკასები და მოაწყვეს თავიანთი
ნამუშევრების გამოფენა სახელწოდებით
,,შემოდგომის სივრცული ფიგურები“. ორივე შეხვედრამ მხიარულ გარემოში ძალიან
საინტერესოდ ჩაიარა.
Подписаться на:
Сообщения (Atom)
ჩემი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა
-
თემა : რა არის მასშტაბი ? მიზანი : მოსწავლეებმა გაითავისონ მასშტაბის ცნების არსი , შეძლონ მასშტაბის მეშვეობით მაკეტის რეალ...
-
2017 წლის 3 და 7 ნოემბერს ოდიშის №1 საჯარო სკოლაში ჩატარდა მათემატიკის წრის ,,აქსიომას“ მეექვსე - მეშვიდე შეხვედრა. შესასვლელი ბილეთების ...
-
2017 წლის 8 დეკემბერს ოდიშის №1 საჯარო სკოლაში ჩატარდა მათემატიკის წრის ,, აქსიომას “ მე თერთმეტე შეხვედრა . გაიმართა მათემატ...