пятница, 10 ноября 2017 г.

2017 წლის 3 და 7 ნოემბერს ოდიშის №1 საჯარო სკოლაში ჩატარდა მათემატიკის წრის ,,აქსიომას“ მეექვსე - მეშვიდე შეხვედრა. შესასვლელი ბილეთების  დახმარებით მოსწავლეებმა გაიხსენეს სხვადასხვა სივრცული ფიგურები, გამოითვალეს წესიერი მრავალწახნაგების წახნაგების, წვეროების და წიბოების რაოდენობა  ეილერის თეორემის გამოყენებით. შეხვედრებზე გამოყენებულმა პრეზენტაციებმა ,,გეომეტრიული ფიგურებზე“, ,,პირამიდებზე“, ,,ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლებზე“ მოსწავლეებს დაანახვა საკითხის აქტუალურობა და  ცდილობდნენ ამოეცნოთ სხვადასხვა სივრცული ფიგურები რეალური ცხოვრებიდან.

მოსწავლეებმა უფრო მეტად გაიგეს, თუ როგორ შეიძლება დამზადდეს სხვადასხვა სივრცითი გეომეტრიული ფიგურების შლილებისაგან ეს ფიგურები, ასევე შექმნეს სივრცული ფიგურების კარკასები და მოაწყვეს თავიანთი ნამუშევრების გამოფენა  სახელწოდებით ,,შემოდგომის სივრცული ფიგურები“. ორივე შეხვედრამ მხიარულ გარემოში ძალიან საინტერესოდ ჩაიარა.

















































Комментариев нет:

Отправить комментарий

ჩემი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა