воскресенье, 30 декабря 2018 г.


2018 წლის 11 და 18 დეკემბერს ჩატარდა ოდიშის 1 საჯარო სკოლის მათემატიკის კლუბ ,,უსასრულობის“ მეხუთე - მეექვსე შეხვედრა. ლოგიკური აზროვნების და ანალიტიკური მსჯელობის უნარების განვითარების მიზნით, მეხუთე შეხვედრაზე კლუბის წევრებმა იმსჯელეს და უპასუხეს კითხვებს სხვადასხვა სფეროდან, გამოსცადეს საკუთარი თავი. აქედან გამომდინარე, მეექვსე შეხვედრაზე ჩატარდა ვიქტორინა თემაზე: ,,კითხვები მათთვის, ვისაც აზროვნება უყვარს“. სამივე ტურმა ხალისიან და კონკურენტულ პირობებში ჩაიარა. საუკეთესო შედეგის მქონე მოსწავლე მარი ჩანგელია დიპლომით დაჯილდოვდა, ხოლო აქტიური მონაწილეობისთვის ქების სიგელებით დაჯილდოვდნენ კლუბის დანარჩენი წევრები.


















понедельник, 17 декабря 2018 г.

2018 წლის 20 ნოემბერს ოდიშის №1 საჯარო სკოლაში  მათემატიკის კლუბ ,,უსასრულობის" მეოთხე შეხვედრაზე ჩატარდა კონფერენცია, რომლის სლოგანი იყო ,,შეიყვარეთ და ისწავლეთ მათემატიკა”. კლუბის ბოლო შეხვედრაზე მოსწავლეებს შევთავაზე შემდეგი საკონფერენციო თემები: ,,მათემატიკის წარმოშობა", ,, ყველგან და ყოველთვის მათემატიკა", ,,რაში გვჭირდება მათემატიკა?“, ,,ვის რა უთქვამს მათემატიკაზე?", ,,მათემატიკა და კომპიუტერული მეცნიერება", ,,იღბალი და მათემატიკა'', ,,მათემატიკა ჩვენს ირგვლივ". თითოეულმა მათგანმა შეარჩია მისთვის სასურველი თემა. მოსწავლეებმა მოიძიეს თემის შესაბამისი ინფორმაციები და ძალიან საინტერესო პრეზენტაციებით წარსდგნენ აუდიტორიის წინაშე.








воскресенье, 16 декабря 2018 г.


2018 წლის 30 ოქტომბერს ოდიშის №1 საჯარო სკოლაში ჩატარდა მათემატიკის კლუბ ,,უსასრულობის“ მეორე შეხვედრა. კლუბის წევრებმა შესასვლელი ბილეთების დახმარებით გაიხსენეს სტანდარტული და არასტანდარტული საზომი ერთეულები. ჯგუფებში მუყაოსგან დაამზადეს სხვადასხვა სიგრძის ერთეულები, სხვადასხვა საგნების სიგრძის გასაზომად გამოიყენეს სტანდარტული და არასტანდარტული სიგრძის ერთეულები, შეადგინეს გაზომვის შედეგები და იმსჯელეს განსაკუთრებულ სიტუაციებში არასტანდარტული საზომებით გაზომვის აუცილებლობაზე.






















2018 წლის 6 ნოემბერს ოდიშის №1 საჯარო სკოლაში ჩატარდა მათემატიკის კლუბ ,,უსასრულობის“
მესამე შეხვედრა თემაზე: ,,ოქროს კვეთა“ ყველგან და ყველაფერში. მოსწავლეებმა განიხილეს ,,ოქროს კვეთა“ მათემატიკაში, ლიტერატურაში, არქიტექტურაში, ხელოვნებაში, მუსიკასა თუ ბუნებაში.  წარმოადგინეს საინტერესო სლაიდშოუ და ფორმაზე შესრულებული ნამუშევრები. შეხვეედრამ პოზიტიურ გარემოში ჩაიარა. მოსწავლები დარწმუნდნენ, რომ მოაზროვნე ადამიანის თვალი სამყაროს, გარშემო მყოფ ნივთებს, ცოცხალ არსებებს, გამოარჩევს ფერით, ფორმით და ესა თუ ის ფორმა, რომელიც შექმნილია ოქროს კვეთის საფუძველზე, გამოირჩევა ჰარმონიით და სილამაზით.




                                                                                                              





























ჩემი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა