суббота, 22 июня 2019 г.

четверг, 6 июня 2019 г.



2019 წლის 17 მაისს ოდიშის №1 საჯარო სკოლაში მათემატიკის კლუბის წევრებმა დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის დაგეგმილი ღონისძიებისთვის  მზადება დაიწყეს. გაარჩიეს სცენარი, გადაინაწილეს როლები, დაამზადეს სხვადასხვა გეომეტრული ფიგურები და 31 მაისს სკოლის ეზოში მაყურებლის წინაშე საინტერესოდ და ხალისიანად  წარმოადგინეს კეროლინ მარშალის მოთხრობა ,,ვინ ვარ მე!?___რობიკო მრავალკუთხედების ქვეყანაში.“  ასეთი სახის ღონისძიებები ხელს უწყობს სასკოლო ცხოვრების გამრავალფეროვნებას, მოსწავლეებში მათემატიკის მიმართ სიყვარულის გაძლიერებას, თანამშრომლობითი და შემოქმედებითი უნარების განვითარებას. 

















   


























вторник, 21 мая 2019 г.



ბრწყინვალე შვიდეულის კვირას, 2019 წლის 30 აპრილს ჩატარდა ოდიშის №1 საჯარო სკოლის მათემატიკის კლუბ ,,უსასრულობის“ მეათე შეხვედრა. შეხვედრის თემა იყო ___ ,,რატომ არის აღდგომა და მასთან მიმართებაში მყოფი დღესასწაულები მოძრავი?“.  კლუბის წევრებმა მოიძიეს ინფორმაცია აღდგომაზე— უდიდეს ქრისტიანული დღესასწაულზე, რომელიც აღინიშნება ახალი სტილით 4 აპრილსა და 8 მაისს შორის ქრისტეს მკვდრეთით აღდგომასთან დაკავშირებით; ისაუბრეს აღდგომის დღის გამოთვლის სხვადასხვა მეთოდებზე: გამოთვლა მათემატიკური ფორმულებით; გამოთვლა Excel-ის ფორმულით; გამოთვლა აღდგომის მარადიული ცხრილით. ჯგუფებში ამ მეთოდების გამოყენებით გამოითვლეს, თუ როდის მოუწევს  2020 წლის აღდგომა. შეხვედრამ საინტერესოდ ჩაიარა.














ჩემი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა