სსიპ ალექსანდრე საჯაიას სახელობის
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოდიშის №1 საჯარო სკოლის VIII და X კლასის მოსწავლეები ერთი კვირის განმავლობაში,
მათემატიკის მასწავლებლის ირმა შონიას ხელმძღვანელობით, მუშაობდნენ პროექტზე ,,მათემატიკური
კონსტანტა - π “. პროექტის მონაწილეები 2019 წლის 16 მარტს აუდიტორიის წინაშე წარსდგნენ საინტერესო ფაქტებით ,,პი“ რიცხვზე. რიცხვზე, რომლის ისტორია საუკუნეებს
ითვლის და დღემდე ბოლომდე არ დასრულებულა მისი ზუსტი მნიშვნელობის დადგენა. პროექტის მიზანი იყო ამ მაგიურ რიცხვზე ცოდნის გაფართოება,
უფრო მეტის გაგება მისი წარმოშობის შესახებ, მისი გამოყენება პრაქტიკული
ამოცანების გადასაწყვეტად. მოსწავლეებმა შეძლეს
π რცხვის გაცნობა სხვა რაკურსით.
четверг, 25 апреля 2019 г.
четверг, 11 апреля 2019 г.
2019 წლის მარტის
თვეში კლუბ ,,უსასრულობის“ წევრებმა ჩაატარეს ორი შეხვედრა. პირველ შეხვედრაზე
გადაწყვიტეს დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის საინტერესო ღონისძიების მოწყობა.
შეარჩიეს კლასი, კლუბის კურატორის დახმარებით მოამზადეს სცენარი, გადაინაწილეს როლები და მეორე შეხვედრაზე წარსდგნენ
VI კლასელების წინაშე, მათთან ერთად ,,იმოგზაურეს რიცხვით სამყაროში“. შეხვედრის ბოლოს
კლუბის წევრებმა კლასი დაყვეს ორ ჯგუფად და თითოეულ ჯგუფს მისცეს სახალისო ამოცანები.
ჯგუფებმა საინტერესოდ იმუშავეს ამოცანებზე, გააკეთეს პრეზენტაციები. კლუბის წევრებისგან
შემდგარმა ჟიურიმ შეაფასა ჯგუფების მუშაობა, სიგელებით დააჯილდოვა გამარჯვებული გუნდი
და თითოეული გუნდის აქტიური მონაწილე.
Подписаться на:
Сообщения (Atom)
ჩემი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა
-
თემა : რა არის მასშტაბი ? მიზანი : მოსწავლეებმა გაითავისონ მასშტაბის ცნების არსი , შეძლონ მასშტაბის მეშვეობით მაკეტის რეალ...
-
2017 წლის 3 და 7 ნოემბერს ოდიშის №1 საჯარო სკოლაში ჩატარდა მათემატიკის წრის ,,აქსიომას“ მეექვსე - მეშვიდე შეხვედრა. შესასვლელი ბილეთების ...
-
2017 წლის 8 დეკემბერს ოდიშის №1 საჯარო სკოლაში ჩატარდა მათემატიკის წრის ,, აქსიომას “ მე თერთმეტე შეხვედრა . გაიმართა მათემატ...