ბრწყინვალე
შვიდეულის კვირას, 2019 წლის 30 აპრილს ჩატარდა ოდიშის №1 საჯარო სკოლის
მათემატიკის კლუბ ,,უსასრულობის“ მეათე შეხვედრა. შეხვედრის თემა იყო ___ ,,რატომ
არის აღდგომა და მასთან მიმართებაში მყოფი დღესასწაულები მოძრავი?“.
კლუბის წევრებმა მოიძიეს ინფორმაცია აღდგომაზე—
უდიდეს ქრისტიანული დღესასწაულზე, რომელიც აღინიშნება ახალი სტილით 4 აპრილსა და 8
მაისს შორის ქრისტეს მკვდრეთით აღდგომასთან დაკავშირებით; ისაუბრეს აღდგომის დღის
გამოთვლის სხვადასხვა მეთოდებზე: გამოთვლა მათემატიკური ფორმულებით; გამოთვლა Excel-ის
ფორმულით; გამოთვლა აღდგომის მარადიული ცხრილით. ჯგუფებში ამ
მეთოდების გამოყენებით გამოითვლეს, თუ როდის მოუწევს 2020 წლის აღდგომა. შეხვედრამ საინტერესოდ
ჩაიარა.
вторник, 21 мая 2019 г.
2019 წლის 12 აპრილს ოდიშის №1 საჯარო სკოლის მათემატიკის
კლუბ ,,უსასრულობის“ მეცხრე შეხვედრაზე ჩატარდა მხიარული
ვიქტორინა___,,შეიყვარეთ სწავლა
და ისწავლეთ მათემატიკა! ‘’, რომლის მიზანი გახლდათ
მოსწავლეებში ლოგიკური და სწრაფი აზროვნების, ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის
უნარების განვითარება. შეიქმნა ჯგუფები და შეხვედრა წარიმართა საინტერესოდ, აზროვნების
ჭიდილში. დავალებები გათვლილი იყო ცოდნაზე, პასუხის სიზუსტეზე, სისწრაფეზე და
ლოგიკურ აზროვნებაზე. კლუბის წევრები დიდი პასუხისმგებლობით, ინტერესით და
მონდომებით ჩაერთნენ
შეჯიბრში, შეხვედრის დასასრულს კი __ დაჯილდოვდნენ დიპლომებით.
Подписаться на:
Сообщения (Atom)
ჩემი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა
-
თემა : რა არის მასშტაბი ? მიზანი : მოსწავლეებმა გაითავისონ მასშტაბის ცნების არსი , შეძლონ მასშტაბის მეშვეობით მაკეტის რეალ...
-
2017 წლის 3 და 7 ნოემბერს ოდიშის №1 საჯარო სკოლაში ჩატარდა მათემატიკის წრის ,,აქსიომას“ მეექვსე - მეშვიდე შეხვედრა. შესასვლელი ბილეთების ...
-
2017 წლის 8 დეკემბერს ოდიშის №1 საჯარო სკოლაში ჩატარდა მათემატიკის წრის ,, აქსიომას “ მე თერთმეტე შეხვედრა . გაიმართა მათემატ...