вторник, 21 мая 2019 г.



ბრწყინვალე შვიდეულის კვირას, 2019 წლის 30 აპრილს ჩატარდა ოდიშის №1 საჯარო სკოლის მათემატიკის კლუბ ,,უსასრულობის“ მეათე შეხვედრა. შეხვედრის თემა იყო ___ ,,რატომ არის აღდგომა და მასთან მიმართებაში მყოფი დღესასწაულები მოძრავი?“.  კლუბის წევრებმა მოიძიეს ინფორმაცია აღდგომაზე— უდიდეს ქრისტიანული დღესასწაულზე, რომელიც აღინიშნება ახალი სტილით 4 აპრილსა და 8 მაისს შორის ქრისტეს მკვდრეთით აღდგომასთან დაკავშირებით; ისაუბრეს აღდგომის დღის გამოთვლის სხვადასხვა მეთოდებზე: გამოთვლა მათემატიკური ფორმულებით; გამოთვლა Excel-ის ფორმულით; გამოთვლა აღდგომის მარადიული ცხრილით. ჯგუფებში ამ მეთოდების გამოყენებით გამოითვლეს, თუ როდის მოუწევს  2020 წლის აღდგომა. შეხვედრამ საინტერესოდ ჩაიარა.














Комментариев нет:

Отправить комментарий

ჩემი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა