четверг, 28 декабря 2017 г.

2017 წლის 15 და 25 დეკემბერს სსიპ ალექსანდრე საჯაიას სახელობის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოდიშის №1 საჯარო სკოლაში ჩატარდა მათემატიკის წრის ,,აქსიომას“ მეთორმეტე-მეცამეტე შეხვედრა. სასკოლო ცხოვრების გამრავალფეროვნების, მათემატიკის მიმართ სიყვარულის გაძლიერების, შემოქმედებითი უნარების განვითარების მიზნით წრის წევრებს შევთავაზე ,,მარტივი და შედგენილი რიცხვების“ წარმოდგენა ციფრების საშუალებით, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან არიან და ერთ მშვენიერ დღეს ,,ჩხუბი“ მოუვიდათ __ვინ უკეთესია. დავიწყეთ მზადება ღონისძიებისთვის___გავეცანით სცენარს, გადავინაწილეთ როლები და შევარჩიეთ კოსტიუმები. გასაკვირი არ არის, რომ ბავშვებს თამაში განსაკუთრებით უყვართ. მაყურებლის წინაშე საინტერესოდ და ხალისიანად  მოახდინეს ინცსენირება. დაჯილდოვდნენ სიგელებით. წრის მუშაობა კი წრეში გაერთიანებულმა მოსწავლეებმა და მათმა მშობლებმა  კითხვარების შევსებით შეაჯამეს. 






















































вторник, 12 декабря 2017 г.

2017 წლის 8 დეკემბერს ოდიშის №1 საჯარო სკოლაში ჩატარდა მათემატიკის წრის ,,აქსიომასმეთერთმეტე შეხვედრა.  გაიმართა მათემატიკური შეჯიბრი - ,,წუთი მოფიქრებისთვის“, რომელიც სამი ტურისგან შედგებოდა.  მოსწავლეებმა შესძლეს საგაკვეთილო პროცესში მიღებული ცოდნა გამოეყენებინათ და აქტიურად ჩაბმულიყვნენ შეჯიბრში, რომელიც მიმდინარეობდა ხალისით და კონკურენტულ პირობებში. საუკეთესო შედეგის მქონე მოსწავლე მარი ჩანგელია  ქების სიგელით დაჯილდოვდა.



























ჩემი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა