воскресенье, 25 июня 2017 г.

პროექტი

  1. პროექტის სახელწოდება: მჭირდება თუ არა მათემატიკა?
  2. პროექტის მთავარი იდეა:მოსწავლეებს დავანახოთ მათემატიკის კავშირი გარე სამყაროსთან და მისი გამოყენების აუცილებლობა ყოველდღიურ ცხოვრაბაში.
  3. პროექტის აქტუალობა: დაეხმაროს მოსწავლეებს
·         მათემატიკის სწავლებაში
·         სიძნელეებისადმი შიშის დაძლევაში
·         სწავლისადმი ინტერესის გაღვივებაში
·         ოპერატიულობის უნარის განვითარებაში
·         გუნდურობის უნარის განვითარებაში
·         აღიქვან სწავლების პროცესი შემოქმედებითად
  1. პროექტის მიზნები:ხელი შეუწყოს
·         მოსწავლეთა ჩართვას სწავლის პროცესში
·         ყურადღების, მეხსიერების, შეფასების, შედარების და დასაბუთების უნარის განვითარებას
·         ოპერატიულობის და თვითშემოქმედების უნარის განვითარებას
·         გამარჯვებისათვის სწრაფვის უნარის განვითარებას
·         ყოველდღიურ ცხოვრებაში  მათემატიკის გამოყენების აუცილებლობის ჩვენებას
  1. მონაწილეთა ასაკი: VII ლასის მოსწავლეები
  2. ვადები/ხანგრძლივობა: 3 კვირა
  3. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:
·         გააქტიურებული და მიზანდასახული მოსწავლეები
·         საკუთარი სწავლის პროცესით დაინტერესებული მოსწავლეები
·         ამოცანების ამოხსნის ეფექტური, ოპერატიული და მრაფალფეროვანი ხერხები
·         მათემატიკის ცოდნის აუცილებლობა ყოველდღიურ ცხოვრებაში
  1. პროდუქტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები:
·         საკანცელარიო საქონელი
·         სასურსათო საქონელი
·         სამეურნეო საქონელი
·         სასწორი,ფულის კუპიურები, მონეტები
·         მაგნიტური დაფა, მარკერი
·         პროექტორი, პროექტორის დაფა, ვიდეოკამერა, ფოტოაპარატი
·         კომპიუტერი, PowerPoint-ში შესრულებული სლაიდები
·         ფლიფჩარტი, თაბახის ფურცლები, ფლომასტერი
  1. პროექტის მსვლელობა: პროექტის დაწყებისთანავე მასწავლებელი პროექტში მონაწილე მოსწავლეებს მათი ინტერესების გათვალისწინებით ყოფს სამ ჯგუფად:
I ჯგუფი ჩაატარებს გამოკითხვას, შექმნის საკანცელარიო მაღაზიის მოდელს.
II ჯგუფი ინტერნეტით მოიძიებს  ინფორმაციებს მათემატიკის გამოყენებასთან დაკავშირებით, შექმნის სასურსათო მაღაზიის მოდელს.
III ჯგუფი შეადგენს ამოცანებს, შექმნის სამეურნეო მაღაზიის მოდელს.
მასწავლებელი კვირაში ერთხელ აწარმოებს შეხვედრებს პროექტის მონაწილე მოსწავლეებთან, მოისმენს მათ ინიციატივებს, წაახალისებს და მისცემს შესაბამის რჩევებს. ჯგუფები თავიანთი მასალების პრეზენტაციას გააკეთებენ, გაიმართება ,,სასკოლო ბაზრობა“ კალკულატორის გარეშე. მათ მიერ შედგენილი ამოცანების სწორი პასუხებით შექმნილი სლაიდების დახმარებით შემოწმდება, თუ რამდენად სწორად შეასრულებენ მათემატიკურ ოპერაციებს ჯგუფები. საუკეთესო ინფორმაციის  და საინტერესო ამოცანის ავტორი დაჯილდოვდება სიგელით. მასალები გამოქვეყნდება ვებგვერდზე.
  1. საგნებთა/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
·         ურთიერთთანამშრომლობა
·         გამოცდილების გაზიარება
·         პროექტზე მუშაობის გამოცდილება
  1. პროექტის ხელმძღვანელი:ირმა შონია
  2. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: ishonia7@gmail.com
  3. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: irma shonia.blogspot.com

воскресенье, 4 июня 2017 г.

გაკვეთილის გეგმა მათემატიკაში

თემა: რა არის მასშტაბი?

მიზანი: მოსწავლეებმა გაითავისონ მასშტაბის ცნების არსი, შეძლონ მასშტაბის მეშვეობით მაკეტის რეალური სიგრძის გამოთვლა და რუკაზე მოცემულ ობიექტებს შორის მანძილის პოვნა, რიცხვების ჩასმით სიდიდეებს შორის დამოკიდებულების გამომსახველი ცხრილის შევსება. განივითარონ სიდიდეებს შორის დამოკიდებულების გამოსახვის, გავრცობისა და აღწერის უნარ-ჩვევები.
მისაღწევი შედეგი და ინდიკატორები:
მათ.VI. 3. მოსწავლეს შეუძლია ზომის სხვადასხვა ერთეულების ერთმანეთთან დაკავშირება და გამოყენება.
·         იყენებს პროპორციულობას და შეფასებას ბუნებისმეტყველების დარგებიდან მომდინარე ამოცანების ამოხსნისას (ამოცანები მასშტაბზე, ხსნარებზე, შენადნობზე).
მათ.VI. 5. მოსწავლეს შეუძლია სიდიდეებს შორის დამოკიდებულების გამოსახვა, განვრცობა და აღწერა.
·         სიტყვიერად მოცემული წესის მიხედვით ან მოცემულ ასოით გამოსახულებაში სხვადასხვა რიცხვების ჩასმით ავსებს სიდიდეებს შორის დამოკიდებულების გამომსახველ ცხრილს.
·         განავრცობს სიდიდეებს შორის დამოკიდებულების გამომსახველ ცხრილს. ცვლადის მითითებული მნიშვნელობისთვის პოულობს დამოკიდებული სიდიდის გამოტოვებულ მნიშვნელობებს.
მათ.VI. 6. პრობლემის გადაჭრისას მოსწავლეს შეუძლია ალგებრული გამოსახულების შედგენა, გამოტოვება.
·         ადგენს რეალური ვითარების ან სიტყვიერი აღწერის შესაბამის ტოლობას, უტოლობას ან განტოლებას.
წინარე ცოდნა და უნარ-ჩვევები: პროპორციის ჩაწერა და წაკითხვა, პროპორციის ძირითადი თვისება და მისი გამოყენება, პირდაპირპროპოციული და უკუპროპორციული სიდიდეები. ჯგუფური და წყვილებში მუშაობის უნარ-ჩვევები.
მოსწავლეთა ორგანიზების ფორმა: ინდივიდუალური, წყვილებში, ჯგუფური.
შეფასება: განმსაზღვრელიგანმავითარებელი.
რესურსები: სახელმძღვანელო, ცხრილები, გეოგრაფიული რუკები, გემების მაკეტები, დანართები, ბარათები, კომპიუტერი, პროექტორი, პროექტორის ეკრანი, ვიდეოკოლაჟი, სლაიდები ,,PowerPoint” პროგრამაში შესრულებული, ვიდეოფილმი, სახაზავი, ფანქარი, მარკერი, ფლიფჩარტითაბახის ფურცლები, დაფა, ცარცი.
ინფორმაციის წყარო:  http;//internet.ge

გაკვეთილის მსვლელობა:

აქტივობა 1.  გამოწვევა (3 წთ)
მოსწავლეებს გავაცნობ გაკვეთილის თემას, მიზანს და შეფასების სქემას (სლაიდი 1, 2, 3, 4). დავურიგებ თაბახის ფურცლებს, ვთხოვ ქაღალდის გემის გაკეთებას და ვუჩვენებ (ვიდეოკოლაჟს)-,,ორიგამი - ქაღალდის ხელოვნება".
აქტივობა 2.  საშინაო დავალების შემოწმება (4 წთ)
საშინაო დავალების  შემოწმების შემდეგ პრობლემურ ამოცანებს და მაგალითებს განვიხილავ მოსწავლეთა მონაწილეობით.
აქტივობა 3.  წინარე ცოდნის გააქტიურება  (8 წთ)
წინარე ცოდნის შესამოწმებლად მოსწავლეებს წყვილებში ასაწყობად მივცემ კონვერტში მოთავსებულ დაჭრილ წესებს, ამ წესების  შესაბამის მაგალითებს და ამოცანებს გამოსათვლელად (სლაიდი 5, 6) .
აქტივობა 4. ახალი მასალის ახსნა (10 წთ)
მოსწავლეებს ვთხოვ, დააკვირდნენ მოცემული მაკეტების ილუსტრაციებს (სლაიდი 7.1), ავუხსნი მათ მასშტაბის არსს და მნიშვნელობას, კერძოდ, გემის რეალური სიგრძის დასადგენად საჭიროა, რომ მაკეტის სიგრძე გამოსახული სანტიმეტრებით გავამრავლოთ მეტრების რაოდენობაზე, რომელიც შეესაბამება მაკეტის ყოველ სანტიმეტრს. ასევე ვთხოვ რუკაზე მოცემულ ობიექტებს შორის მანძილები გაზომონ (სლაიდი 7.2), მასშტაბის მეშვეობით შესაბამისი რეალური მანძილები გამოთვალონ შემდეგი ცხრილის გამოყენებით  (სლაიდი 8).
აქტივობა 5. ზეპირი დამოუკიდებელი მუშაობა (3 წთ)
ზეპირად ამოხსნიან მსგავს ამოცანებს (სლაიდი 9, 10, 11) .  
აქტივობა  6.  გადაწყვიტე პრობლემა (10 წთ)
ჯგუფური მუშაობით ამოხსნიან სიტუაციურ ამოცანებს (სლაიდი 12). პრეზენტატორებს ფლიფჩარტზე შესრულებული  ნამუშევრები გამოაქვთ.
აქტივობა  7.  გაკვეთილის შეჯამება (4 წთ)
მოსწავლეებთან ერთად შევაჯამებ გაკვეთილს (რა ვისწავლეთ, რა გავაკეთეთ, რაში გამოგვადგება) და ვუჩვენებ საინტერესო ვიდეოფილმს მსოფლიოში ყველაზე დიდი გემი  ,,ოაზისი".
შეფასება: განმავითარებელი და განმსაზღვრელი ( საშინაო დავალების და საკლასო მუშაობის შეფასების სქემა). (2 წთ)
მოსწავლეები  შეავსებენ თვითშეფასების ცხრილს ,,დაასრულე წინადადება(სლაიდი 13).
საშინაო დავალება: (1 წთ)                                  
. რუხაძის მათემატიკის სახელმძღვანელოდან გვ.121, № 8, 9, 10 (სავალდებულო), დამატებითი სავარჯიშოებიდან გვ.123, № 6, 7, 8 .                                                                                                                                                         

ჩემი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა